English / ქართული / русский /
ალფრედ კურატაშვილი
ეკონომიკური მეცნიერება, პოლიტიკა და პრაქტიკა "წმინდა" ეკონომიკური მიზნის სამსახურში – ეკონომიკური ფაშიზმი და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულია (?!)

რეზიუმე 

სამეცნიერო ნაშრომში, ეკონომიკური მეცნიერება, პოლიტიკა და პრაქტიკა "წმინდა" ეკონომიკური მიზნის სამსახურშიავტორის მიერ განხილულია როგორც ეკონომიკური ფაშიზმი, როგორც დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ (?!).

ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის  ბატონობა საზოგადოებაში და სახელმწიფოში, ავტორის მტკიცებით, წარმოადგენს აღინიშნული ეკონომიკური კატეგორიების ბატონობას ადამიანზე – წარმოადგენს ბატონობას ხალხზე, რაც არის ეკონომიკური ფაშიზმი, და რაც არის ჭეშმარიტი კაპიტალიზმის არსობრივი ბუნების გამოვლინება.

ამასთანავე, ავტორის დასაბუთებული მტკიცებით, სიღრმისეული "მეცნიერული" ფესვები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ ფაშიზმთან, უნდა ვეძებოთ ჯერ კიდევ კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ადამ სმიტის შეხედულებებში, კერძოდ, მის „მთავარ იდეაში“, რომელსაც თვითონ ადამ სმიტი  „უხილავ ხელს“  უწოდებდა (?!).

ავტორი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადამ სმიტის ე.წ. "უხილავი ხელის"  გაგებასა და ინტერპრეტაციას, რომლის თანახმად, თითქოს მაქსიმალური მოგების მიღება ავტომატურად წყვეტს ხალხის ინტერესების რეალიზაციის პრობლემებს.

სამეცნიერო ნაშრომში ავტორი აღნიშნავს, რომ ბაზარს უდავოდ აქვს საკუთარი კანონები და კანონზომიერებები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეკონომიკური პროცესების მართვაში, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვაში.

თუმცა, ხალხის ინტერესების უზენაესობის რეალიზაციის აუცილებლობის თვალსაზრისით, რასაც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ხელისუფლება, ავტორს კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია, რომ ის ემსახურებოდეს ბაზარს, რადგან თუ ის იხელმძღვანალებს  ეგრეთ წოდებული "უხილავი ხელით" და თუ დაემორჩილება  ადამ სმიტის მიერ ფორმულირებულ ბაზრის თვითორგანიზაციის იდეას, მაშინ მივიღებთ "ბრმა" და "უგონო" სახელმწიფოს – სინამდვილეში მივიღებთ ფიქტიურ სახელმწიფოს, ანტისოციალურ სახელმწიფოს, რომელიც „წმინდა“ ეკონომიკურ მიზანს ემსახურება – რომელიც ადამიანზე ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ბატონობას ემსახურება და ხელს უწყობს ხალხის ძარცვას და გაღატაკებას, ე.ი. მივიღებთ ეკონომიკურ ფაშიზმს, რომელიც არის ჭეშმარიტი კაპიტალიზმის არსობრივი ბუნების ყველაზე უარესი გამოვლინება.

ავტორის დასაბუთებული მტკიცების თანახმად, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მართავდეს ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ხალხის ინტერესებისათვის, რომ სახელმწიფო ხელისუფლება არ იყოს ბაზრის და ბაზრის თვითორგანიზაციის სამსახურში, რაც უდავოდ ნიშნავს ბაზრის "უხილავი ხელის" ბატონობას – ნიშნავს  ადამიანზე ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ბატონობას, ნიშნავს ეკონომიკური ფაშიზმის არსებობას საზოგადოებაში და სახელმწიფოში. 

მაშასადამე, მიუხედავად ადამ სმიტის საყოველთაოდ აღიარებისა მთელ მსოფლიოში, და მიუხედავად მისი უდავო წვლილისა ეკონომიკურ მეცნიერებაში, ამასთან ერთად ადამ სმიტი, მისი ე.წ. "უხილავი ხელის" მთავარი "მეცნიერული" იდეით, ავტორის მტკიცებით, ფაქტობრივად, ასევე არის ეკონომიკური ფაშიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და "მეცნიერული" "ინტერპრეტატორი".

ამრიგად, კლასიკური პოლიტიკური ეკონომია, რომელიც თავის დროზე წარმოადგენდა დიდ მიღწევას ეკონომიკურ მეცნიერულ აზროვნებაში, და რომლის შექმნაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის ადამ სმიტს, იყო კაპიტალიზმის დაცვის პოლიტეკონომია, იყო  ეკონომიკური ფაშიზმის დაცვის პოლიტეკონომია.

ეხება რა ისევ "წმინდა" ეკონომიკური მიზნის ბატონობის პრობლემას –  ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ბატონობის პრობლემას, ავტორი აღნიშნავს, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია და კრიმინალია, რადგან მრავალი ადამიანის ძარცვას და დამონებას ადგილი აქვს იმ სახელმწიფოებში, სადაც ბატონობს "წმინდა" ეკონომიკური აზროვნება.

"წმინდა" ეკონომიკური აზროვნების გამოვლინების – ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინების მაგალითს, ავტორის მტკიცებით, წარმოადგენს აზარტული „თამაშების“ – ეგრეთ წოდებული „სათამაშო“ ბიზნესის (აშკარად კრიმინალური ბიზნესის) დაშვება და ფუნქციონირება საზოგადოებაში და სახელმწიფოში – ფულის მისაღებად, რაც შეიძლება მეტი მოგების მისაღებად,  "წმინდა" ეკონომიკური მიზნის რეალიზაციისათვის – მრავალი ადამიანის თაღლითური ძარცვისა და განადგურების ხარჯზე.

სწორედ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ავტორი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური მეცნიერება, პოლიტიკა და პრაქტიკა "წმინდა" ეკონომიკური მიზნის სამსახურში – ეს არის ეკონომიკური ფაშიზმი და დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ.

ამასთანავე, ავტორის დასაბუთებული მტკიცებით, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ შექმნილი პრინციპულად ახალი მეცნიერული მიმართულებების და პრინციპულად ახალი მეცნიერული თეორიების საფუძველზე – სოციალური მიზნის ფილოსოფიის, ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორიის და თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის თეორიის საფუძველზე.